იყიდება 4 ოთახიანი ბინა ვაკეში
თბილისი, ვაკე-საბურთალო, ვაკე, ტ.ტაბიძის ქ. 108
$630,000
≈ 1,646,000 ₾
მახასიათებლები
- ფართი
- 183 მ²
- ოთახი
- 4
- საძინებელი
- 3
- სველი წერტილი
- 2
- სართული
- 8 / 9
- სტატუსი
- ახალი აშენებული
- მდგომარეობა
- ახალი გარემონტებული
კეთილმოწყობა
პარამეტრები
- ბუნებრივი აირი
- სამზარეულო + ტექნიკა
- სათავსოს ტიპი
ავეჯი და ტექნიკა
- ავეჯი
მახასიათებლები
- ლიფტი
აღწერა
ვაკეში იყიდება ექსკლუზიური, ახალ გარემონტებული, 183 კვ.მ ნათელი საცხოვრებელი ბინა პრემიუმ ლოკაციაზე, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, ვაკის პარკის მიმდებარედ 9 სართულიანი კორპუსის 8 სართულზე, საუკეთესო ხედებით. ბინას გამოარჩევს ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ჰაერი, ტაბიძის ეს მონაკვეთი არის ჩიხი, რომელსაც ერთი მხრიდან კეტავს ვაკის პარკი და ფაქტიურად მაცხოვრებლების გარდა სხვა მანქანების მოძრაობა არ არის, რაც განაპირობებს მშვიდ გარემოს. ბინა გადაჰყურებს ვაკის პარკს, აქვს სამი მხრიდან ხედები, ვაკის პარკზე, კუს ტბის მთაზე და აბაშიძე-ჭავჭავაძეზე. ბინიდან ჩანს ანძა, სვანური კოშკი და ვაკის პარკის გამარჯვების ქანდაკება. (აღნიშნულ ქუჩაზე მაღალ სართულიანი კორპუსების მშენებლობა შეზღუდულია და ბინას აქვს ფაქტიურად გარანტირებული ხედები) ბინას აქვს: • სამი საძინებელი, რომლებიც გადაჰყურებენ ცხვედაძის ქუჩას და კუს ტბის მთას. ბინა არის ძალიან მყუდრო, არანაირი ქუჩის ხმაური და მანქანების გამონაბოლქვი არ აღწევს. • ერთი მასტერ საძინებელი სველი წერტილით, გარდერობით და აივნით. • დიდი მისაღები ოთახი. • იზოლირებული ნათელი სამზარეულო. • ბინას აქვს ჯამში ორი სველი წერტილი, მათ შორის ერთი მასტერ საძინებელში. • ბინას აქვს ვერანდა, რომლიდანაც იშლება ფანტასტიური ხედები ვაკის პარკზე. • ბინა არის ახალი გარემონტებული ევროპული ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, დამონტაჟებულია გერმანული (GROHE) და იტალიური სანტექნიკა და გათბობის სისტემა. • ბინა იყიდება ავეჯით და ტექნიკით, კონდიციონერებით, ღვინის მაცივრით, მათ შორის ტელევიზორებით ვერანდაზე, ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი მანქანებით. • კორპუს ჰყავს დაცვა და აღჭურვილია 24 საათიანი ვიდეო მეთველყურეობის კამერებით. • სადარბაზო არის კეთილმოწყობილი და შესაძლებელია სადარბაზოში ველოსიპედის, სკუტერის ან მსგავსი ნივთის უსაფრთხოდ დატოვება. • კორპუსის მიმდებარედ, ფეხით სავალ მანძილზე არის ვაკის პარკი, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები და სკოლები, ასევე სურსათის მაღაზიები, კვების ობიექტები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. უძრავი ქონების სააგენტოებმა და აგენტებმა განცხადება არ გადააკოპიროთ!!! სარეკლამო კომპანიებთან არ ვთანამშრომლობ.
ავთო
კერძო პირი

























